02:42 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 20:15:04, 1284 ნახვა

საზოგადოება
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში, ახლად ამოქმედებული, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაცნობასა და სწავლებას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის,  სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას,  ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების, ასევე სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც შრომის უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დოკუმენტს ხელი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას  შეუწყობს ხელს -  „ადვოკატები წარმოდგენილი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით რეგიონალურ ჭრილში სადაც მეტია გამოწვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ადვოკატები თავიანთ კომპანიებში მოახდენენ საკითხის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მოხდება მეტი პრევენცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და ეს ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“.

 „მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთანამშრომლობის ნიადაგზე მოვახდინოთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური ტრენინგების ჩატარება, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს შრომითი უფლებების დაცვას, მათ შორის უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში და ამ მემორანდუმს მოჰყვება აქტიური ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ორი ინსტიტუციის მხრიდან,“- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ  დავით ასათიანმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics