|
2019-11-17 19:24:02, 1605 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობის „შეცვალე!“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ [LIVE]
მოძრაობის #შეცვალე აქტივისტები პარლამენტის შენობიდან მსვლელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ადგილზე გარკვეული დროის განმავლობაში დარჩებიან, რათა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დისკომფორტი შეუქმნან, შემდეგ კი, კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცადებენ, რომ სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმედგ“ მიმდინარეობს. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ მათ პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს, შემდეგ კი, ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ. საპროტესტო აქციის გამო, დილიდან როგორც პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან და „ქართულო ოცნების“ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, პარლამენტის ეზოში და შენობაში განლაგებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი, რომელიც სპეციალური ეკიპირებით არის აღჭურვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)