|
2019-11-17 18:10:58, 1459 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე: დღეს ყველას ვაჟა გვქვია
„დღეს ყველას ვაჟა გვქვია, კაცმა, რომელმაც თქვა, რომ მისი საზღვრები არის ფსოუზე და არა ცხინვალთან“, - ასე ეხმაურება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას. ხაზარაძე მოუწოდებს მთავრობას და ყველა სხვა ორგანოს, ვისაც ეს საქმე ეხება, დაუყონებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები ექიმის გასათავისუფლებლად. „დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდაა დატყვევებული და მას წაართვეს თავისუფლება. მინდა მივმართო ჩვენ ოს ძმებს, ძმებო ასე არ გამოვა ეს არასწორია, ეს არანაირ ტრადიციაში არ წერია, როდესაც ექიმი მიდის ავადმყოფის საშველად და თქვენ მას აპატიმრებთ. მე მოვუწოდებ ყველას, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და რაც მთავარია ამ უნიათ მთავრობას მიიღონ შესაბამისი ზომები. დღეს ყველას ვაჟა გვქვია. კაცმა, რომელმაც თქვა მისი საზღვრები არის ფსოუზე და არა ცხინვალთან. ჩვენც სწორედ ასეთი ქართველები გვინდა. როგორც „ლელოს“ ლიდერმა აღნიშნა, თავის გუნდთან ერთად ბოლომდე დადგება პარლამენტის შენობის წინ, სადაც თავისუფლების საფრთხე არ დაემუქრება. მე, ჩემი უზარმაზარი გუნდით, „ლელოელებით“, თქვენთან ერთად დავდგები, სადაც თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. არ დავთმობთ არცერთ ნაბიჯს. პროტესტი იქნება ძლიერი, იქნება კანონის ფარგლებში. მოვუწოდებ სხვა პარტიებს, ყველა ნაბიჯი შეათანხმონ ჩვენთან, სიურპრიზები არ იყოს. უნდა იყოს მძლავერი პროტესტი კანონის ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)