|
2019-11-17 15:25:23, 9458 ნახვა
საზოგადოება
„ერთად ერთის წინააღმდეგ“ - პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Live
„ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო. აქცია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნა. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. ცოტა ხნის წინ აქციას პუშკინის სკვერიდან მსვლელობით შეურთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები, ხოლო ოპერის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა გამართეს „ევროპული საქართველოს“ და მოძრაობა „ლელოს“ მხარდამჭერებმა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია: 1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას) 2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით) აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირს არ დატოვებენ და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას განაგრძობენ. შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ, მათივე თანაგუნდელების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)