|
2019-11-17 13:02:15, 1430 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული
თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული პარლამენტის ეზოში, რომლებიც სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილი. ცნობისთვის, დღეს 15:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გაიმართება. ისინი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. კიდევ ერთი აქცია, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, 17:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. მოქალაქეებმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა პირობა არ შეასრულა და ხელისუფლება უნდა დატოვონ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)