|
2019-11-16 12:55:54, 1696 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დაშავდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის პიკეტირება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველებთან დაპირისპირებისას დაშავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული. „იმის მაგივრად, რომ მოქალაქეები დაიცვან, აქეთ გვირტყავენ“, - განაცხადა დაშავებულმა. მას სასწრაფოს ექიმები უწევენ დახმარებას. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პოლიციასთან დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ოპერატორმა ხელი მოიტეხა. შეგახსენებთ, დილიდან „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის პარალელურად შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ოფისში მისულ მმართველი გუნდის წევრებს „მონები“ უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ სანამ გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული არჩევნები არ ჩატარდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)