01:26 - 26 Jul, 2026
|
2019-11-14 22:45:52, 1493 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ამასთან, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა კვლავ პარლამენტის შენობასთან რჩება. ადგილზე მათ რამდენიმე კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირს არ გახსნიან. მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)