|
2019-11-13 13:32:07, 1434 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას ზუსტად ორი წლის წინ, 13 ნოემბერს შეუდგა. „დღეს 13 ნოემბერია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელოთ ქალაქს. ზუსტად 13 ნოემბერი იყო, როდესაც მერიაში ოფიციალურად შევედით და ჩვენს საქმიანობას შევუდექით. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა თბილისელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც პირადად მე, ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. „ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არსებობს პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ყველა დღე, ყველა საათი, ყოველი წუთი ჩვენი მოქმედებების, მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი მოწესრიგებული იყოს, ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა გვქონდეს, იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უსაფრთხო ქალაქი. შესაბამისად, ჩვენ ამ შემართებით და მოტივაციით, ვემსახურებით თბილისს და თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)