|
2019-11-12 13:19:54, 1129 ნახვა
საზოგადოება
„ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება, „გირჩი“ არის სექტა“ - დეკანოზი გარდაცვლილ ბიჭზე
„ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება, ის იყო სექტის წევრი. მშობლებს ვუსამძიმრებ, მაგრამ ამ ადამიანს მანამდე უნდა მოენანიებინა სანამ ცოცხალი იყო,“ - ამის შესახებ ავტოკატასტროფაში დაღუპული ახალგაზრდის, შაკო ბარამიძის წესის აგებასთან დაკავშირებით, დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „გირჩი“ არის ჩვეულებრივი სექტა და მორწმუნე ადამიანი ვერ იქნება მისი წევრი: „ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება. იგივე, როგორც სხვა სექტის წარმომადგენელთან. ადამიანი როცა თავისუფალია ირჩევს ამ ან იმ გზას. „გირჩი“ არის ჩვეულებრივი სექტა. ეს ადამიანი იყო სექტის წევრი. მშობლებს ვუსამძიმრებ, მაგრამ ამ ადამიანს მანამდე უნდა მოენანიებინა სანამ ცოცხალი იყო. მშობლებს მანამდე უნდა შეეგონებინათ მისთვის. მორწმუნე ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება „გირჩის“ წევრი“ – განაცხადა დეკანოზმა. 5 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის წესის აგებაზე, მართლმადიდებელი ეკლესია უარს იმ მიზეზით აცხადებს, რომ გარდაცვლილი შაკო ბარამიძე "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავრად ირიცხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)