|
2019-11-10 17:34:30, 1337 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - საპატრიარქო კი არა მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა
საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. „ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდგომ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია იქნება, ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. „მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება. დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ, ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმშვიდე, დადინჯება და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენგან ითხოვს პასუხებს,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა. არსებულ ვითარებაში უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი, მეუფე გრიგოლს მიაჩნია, რომ ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაწყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)