|
2019-11-09 10:58:08, 1401 ნახვა
საზოგადოება
ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერები დღესაც გააპროტესტებენ
ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერები კინოთეატრებთან დღესაც გააპროტესტებენ. როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა ისინი მის თანამოაზრეებთან ერთად დღეს 16:00 საათზე ისევ ვერის ბაღში შეიკრიბებიან. ცნობისთვის, გუშინ, ბისზნესმენმა ლევან ვასაძემ, „ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა და „ქართული მარშის“ წევრებმა მათ თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება კინოთეატრებთან გააპროტესტეს. აქციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. სუბელიანის განმარტებით, ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თავს მიზანმიმართულად დაესხა და ქვა ესროლა. კინოთეატრების წინ მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები. საბოლოოდ, რადიკალური დაჯგუფების მცდელობების მიუხედავად, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ექვსივე კინოთეატრში ანშლაგებით ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 28 პირი დააკავეს, საიდანაც 1 სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, 27 კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ფაქტზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)