|
2015-07-20 14:30:16, 613 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ნაგავსაყრელის მოწყობისა და ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებაზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, კანონპროექტის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელის ტანმხლები უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია. „კანონპროექტის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელის თანმხლები უარყოფითი ზემოქმედების პრევენცია და შემცირება, ნარჩენებისა და ნაგავსაყრელისთვის მკაცრი საოპერაციო და ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე, ნიადაგსა და ატმოსფერულ ჰაერზე ნაგავსაყრელის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება“,-აღნიშნა მურღულიამ. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)