|
2019-11-08 12:34:00, 800 ნახვა
საზოგადოება
გურამ ფალავანდიშვილი: ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე
„ჩვენი მიზანია ფილმის ჩვენების ჩაშლა კომბლების, ჯოხების და რტყმევის გარეშე“, - ამის შესახებ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას კინოთეატრ „კავეაში“, „თბილისი მოლის“ და „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე აპირებს. „გამოვაღებ კარს და გამოვრთავ ფილმს, არ დავუშვებთ, რომ დღეს კინო-თეატრებში ფილმი გავიდეს. ვთქვათ, პოლიციელი მირტყამს ზურგში ჯოხს, მე არ ვპასუხობ მას, მაგრამ მივიწევ წინ, რომ გამოვრთო ფილმის ჩვენება. ჩვენ შევდივართ აწეული ხელებით. თუ პოლიცია ხალხს ცემას და ნიჩბებით ხოცვას დაუწყებს არ ვიცი მაშინ რა მოხდება, შეიძლება მაინც მოვითმინოთ. მე ვარ მომხრე, რომ წავიდეთ რუსთაველზე და არ დავიშალოთ, შემოვიერთოთ ხალხი მანამ, სანამ ის ადამიანი არ აგებს პასუხს, ვინც პროტესტის მიუხედავად ამ ფილმს სამი დღე მაინც გაუშვებს. ფილმი, რომ კატების წამებაზე იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით? რატომ მიეჩვიეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას? ჩვენი მხარდამჭერები მოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. 1 500-მდე კაცი მხოლოდ სამეგრელოდან მოდის. ამ ფილმის გაშვება არის საშინილება", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)