|
2019-11-08 10:33:16, 909 ნახვა
საზოგადოება
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით ადევნებს თვალს „ქართული მარშის“ და სხვა ჰომოფობიური ექსტრემისტი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების ლიდერთა მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას, კინოთეატრებში შეჭრას და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გეგმავენ და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა"- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის წარმომადგენლებმა "ექსპრესნიუსს" მიაწოდეს. მათი თქმით, სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია დაუსჯელობით წახალისებული რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების გააქტიურება: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, თუმცა, მიიჩნევს, რომ სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია დაუსჯელობით წახალისებული რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების გააქტიურება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას შეახსენებს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლება, რაც გამორიცხავს ძალადობას, ძალადობისკენ მოწოდებას და ძალადობის გამოყენების მუქარას. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძის, დიმიტრი ლორთქიფანიძის და გურამ ფალავანდიშვილის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს ძალადობივი ქმედებების გამოყენების საფრთხეზე, შეუსაბამოდ გამოიყურება რადიკალური ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირება. მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს განცხადებისა, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება თავისი შინაარსით, სექსუალური უმცირესობისგან და მათი მხარდამჭერებისგან აგრძელებს მტრის ხატის შექმნას და მათ აგრესიის მთავარ სამიზნედ აქცევს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: • შეისწავლონ რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების აქტივობები; • გაატარდეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და მოხდეს შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო ძალების მობილიზება შესაძლო ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად; • აღნიშნული ჯგუფების ლიდერების ან მათი მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში. საქართველოს საპატრიარქოს: • განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ უმცირესობების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ვინაიდან საპატრიარქოს შეუწყნარებელი პოზიცია უმცირესობების მიმართ პირდაპირ აღიქმება რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების მხარდაჭერად, რაც რეალურად აქცევს ძალადობის საფრთხეს, "- აღნიშნულია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)