|
2019-11-06 15:52:55, 1991 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ესტუმრნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში ცენტრის სტუმრებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლისგან მოისმინეს ლექცია ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ, გაეცნენ ხანძრის შემდეგ ბორჯომში ტყის აღდგენის მიმართულებით განხორციელებულ თუ მიმდინარე ღონისძიებებსა და ბორჯომის ტყისთვის დამახასიათებელ პრობლემებს. შეხვედრის მეორე ნაწილი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის შესახებ საუბარს დაეთმო. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და დაინტერესებული საზოგადოებისთვის შეხვედრებს მომავალშიც გამართვას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)