|
2019-11-06 12:34:05, 1840 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ვარშავაში გამოფენა გაიხსნა
პოლონეთში, ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ორგანიზებით გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა" გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა, პოლონეთის სახელმწიფო არქივების დირექტორმა პაველ პიეტრჟიკმა და საქართველოს ელჩმა პოლონეთში ილია დარჩიაშვილმა გახსნეს. გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია 100 წლის წინათ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები. ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)