|
2019-11-04 13:16:23, 1383 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია ჩატარდა
გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დასცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია-სემინარი გაიმართა. ლექცია-სემინარი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად საკითხებს, დაბინძურებულ ჰაერთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებსა და სამომავლოდ თბილისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების განხილვას დაეთმო. მოსწავლეები სემინარის მსვლელობისას აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილზეც ისაუბრეს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაზე და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ საზოგადოებასთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)