|
2019-11-04 12:55:55, 1574 ნახვა
სამართალი
ჯავახაძე: ავტოსაგზაო შემთხვევების და მის შედეგად დაშავებულთა რაოდენობაში კლებაა, თუმცა მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ღონისძიებები გაგრძელდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მეორე ეტაპის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, მეორე ეტაპი მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს. "როგორც მოგეხსენებათ აპრილში დავიწყეთ საგზაო უსაფრთხოების კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის", დღეს ვიწყებთ რეალურად მეორე, ახალ ეტაპს ამ კამპანიის. ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ნაკრები, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს, ასევე, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, ალბათ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შესაბამისად, მომზადებულია ახალი ვიდეოკლიპები, რომლებიც მედიასაშუალებებში აქტიურად დატრიალდება", - განაცხადა ჯავახაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, ხომ არ იგეგმება გამკაცრება, ნინო ჯავახაძემ განმარტა: "ორ ნაწილად გავყოთ -ერთი ნაწილი არის მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია წარდგენილი, როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც არის, მეორე ნაწილი არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ეს ცვლილებები წარდგენილი ჯერ არ არის და გარკვეულწილად ეს გულისხმობს სანქციების, როგორც დიფერენცირებას ანუ დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ისე გამკაცრებას, აქ საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორიც არის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ. მედია ასევე დაინტერესდა, როგორია სტატისტიკა კამპანიის პირველი ეტაპის შემდეგ და არის თუ არა შეცვლილი უკეთესობისკენ მდგომარეობა: "თუ შევაჯამებთ 2019 წლის 9 თვის მონაცემებს, კლება გვაქვს, როგორც წინა წლის 9 თვესთან შედარებით, ეს არის ბოლო მონაცემები რაც გვაქვს, კლების მაჩვენებელი არის როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაში ისე დაშავებულთა რაოდენობაში, უმნიშვნელო კლებაა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით, ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო უნდა ამ ეფექტის მისაღებად, შესაბამისად ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)