06:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-03 20:33:33, 975 ნახვა

საზოგადოება
4 ნოემბერს ვაკის მოსახლეობას გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება

ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გაზის მიწოდება 1300-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„4 ნოემბერს ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ახლად აშენებულ ქსელზე აბონენტების გადართვის მიზნით გაზის მიწოდება 1300-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება.კერძოდ:

 თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17);
 თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 – ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.);
 თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩებს შორის);
 ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-ში მდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტი“-ს;
 ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს „ჭავჭავაძე 33“, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსი“-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი. ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი. ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა;
კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტი“-ს საცხოვრებელი კორპუსები;
ასევე: 

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო;
თურქეთის საელჩო;
სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა;
შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“;
სს „აქსის თაუერსი“ და სხვ;
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბერს, დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ახალ ქსელზე გადართვა აუცილებელია უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგების გასაუმჯობესებლად.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის დანადგარები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics