|
2019-11-02 18:07:28, 1363 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „ყვავილების გამოფენა’’ უკვე მესამედ იმართება. გამოფენა დღეს გაიხსნა და ხვალ, 3 ნოემბრის 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება. გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან, ქრიზანთემების 100-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიშია წარმოდგენილი, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია. მასში მონაწილეობენ მსხვილი სათბურები, სანერგე კომპანიები, რომლებსაც თავიანთი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ. მონაწილე კომპანიების შემოდგომაზე მოყვავილე მცენარეების შეძენის გარდა, შესაძლებელია ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემებისა და ტროპიკული მცენარეების შეძენაც. ბოტანიკური ბაღის ეკოგანათლების წარმომადგენლები სპეციალურად ბავშვებისთვის ქოთანში ყვავილის სწორად ჩარგვის მასტერკლასებს ატარებენ და დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. ღონისძიებას ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ესწრება. „ყვავილების გამოფენა’’ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციად იქცა და მომავალ წელსაც ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)