11:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-01 16:59:28, 2465 ნახვა

კომენტარი
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო სკოლა-პანსიონის პრორექტორმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

სასულიერო სკოლა-პანსიონის პრორექტორმა, თანამდებობდა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მეუფე პეტრე მარტვილის ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს.

მამუკა დანელია თვლის, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრე აღარ იქნება სკოლის ხელმძღვანელი, მისი როგორც პრორექტორის ფუნქცია ამოწურულია.

 „რექტორი იყო და არის დღემდე მეუფე პეტრე, გუშინდელი დღე იყო ძალიან რთული ჩვენი სკოლისთვის. მე ვთვლი, რომ მას შემდეგ რაც მეუფე არ იქნება ამ სკოლის ხელმძღვანელი, ჩემი ფუნქცია ამ სკოლაში ამოწურული მაქვს. მე გუშინ დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ვუსურვებ სკოლას წარმატებებს, ვინც ამ ბავშვებს შემდგომში ისეთი მზრუნველობით მოექევა, როგორც მეუფე ექცეოდა, ეს იქნება უდიდესი დახმარება მათთვის“, - განაცხადა დანელიამ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics