2019-11-01 11:58:20, 1029 ნახვა
კომენტარი
თეოლოგი ლევან აბაშიძე: თუ მეუფე პეტრე საკუთარ საქციელს ინანებს, შესაძლოა, ქორეპისკოპოსად აღადგინონ
ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თეოლოგი, ლევან აბაშიძე აფასებს.
მისი თქმით, მეუფე იაკობის მხრიდან ბოდიშის მოხდა და მეუფე პეტრეს მიერ წაყენებული ბრალდებები, საპატრიარქოში არსებულ მძიმე ვითარებას უსვამს ხაზს.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ მეუფე პეტრე აგრესიას მეტად გააძლიერებს, თუმცა ბოდიშის მოხდის შემთხვევაში, შესაძლოა, ქორეპისკოპოსად აღადგინონ.
„ერთმა ბოდიში მოიხადა, პატიება სთხოვა ყველას, მიიღო გაფრთხილება და მეორემ კი პირიქით, გააძლიერა თავისი აგრესია. შეურაცყოფა მიაყენა პატრიარქსაც, სინოდის კრებასაც და ფაქტობრივად შეიქმნა ფიზიკური ძალადობის საშიშროებაც. თუ კი ის ამას ინანებს და ბოდიშს მოიხდის, შესაძლოა აღადგინონ კიდევაც“, - განუცხადა ლევან აბაშიძემ „რუსთავი 2“-ს.
მოამზადა ლიკა ბესელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,