|
2015-07-18 15:56:26, 572 ნახვა
საზოგადოება
სოფელ კნოლევიდან მამაკაცი გაიტაცეს
ქარელის რაიონის სოფელ კნოლევიდან მამაკაცი გაიტაცეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, მამაკაცის უკანონო დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის შვილთან ერთად საკუთარ ბაღში იმყოფებოდა. „სოფელ კნოლევში მოხდა უკანონო დაკავება. ადგილობრივი მკვიდრი, თოთრლაძეა გვარად, შვილთან ერთად საკუთარ ბაღში იმყოფებოდა. შვილმა მოასწრო გამოქცევა, მამა დააკავებული იქნა უკანონოდ. ცხელი ხაზის მეშვეობით, ჯერჯერობით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი გადაყვანილი ცხინვალის იზოლატორში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩართულია და ორშაბათს, როდესაც ამ ძირითად საკითხს განვიხილავთ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე, პარალელურად ეს საკითხიც იქნება დაყენებული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ შალვა ენუქიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)