|
2019-10-29 12:17:44, 1482 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს“ - Washington Post და BBC
საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმას უცხოური მედია ეხმაურება. BBC-ის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა 2000-ზე მეტ ვებგვერდზე განხორციელდა. "აღსანიშნავია, რომ თავდასხმა გახორციელდა, სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე სასამართლოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდებზე. საკმაოდ ბევრ შემთხვევაში ვებგვერდებშზე შესვლის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. არ არის გამორიცხული, რომ თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ", - წერს BBC. კიბერთავდასხმაზე კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი წერს. როგორც გამოცემა წერს, საქართველოში 2008 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის ჰაკერული თავდასხმა არ მომხდარა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მომხდარმა აჩვენა, თუ რა სუსტია საქართველოს კიბერუსაფრთხოება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფაქტორზე ეს გამოცემაც წერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)