|
2019-10-28 12:31:20, 1267 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი ადამიანი ვარ, სიტყვები უკან არ მიმაქვს“ - მეუფე იაკობი საპატრიარქოში მივიდა
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობ იაკობაშვილი საპატრიარქოში მივიდა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარი სიმართლეა და ის სიტყვების უკან წაღებას არ აპირებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკასვილის გაბინეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. მეუფე იაკობმა დასძინა, რომ ყველაფერი პატრიარქს თავად აცნობა და ილია მეორემ მათ ღირსეული პასუხი შეუთვალა. "როგორც ეპისკოპოსს პოლიტიკოსებთან შეხვედრა გვიწევს ხოლმე, როგორც მონაზონი ვარ თავისუფალი ადამიანი, რადგან გულში, რაც მქონდა ის ვთქვი. ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს. სამი ადამიანი შემხვდა მე, მეოთხე არ შემხვედრია. ეს იყო პრემიერის კაბინეტში. თვითონ ბატონი გიორგი ბრძანდებოდა, ასევე ვახტანგ გომელაური და შს მინისტრი გიორგი გახარია. უხერხულად გრძნობდნენ თავს, როცა მელაპარაკებოდნენ. ბატონ გიორგისაც (იგულისხმება კვირიკაშვილი) შევამჩნიე ეგ და გომელაურსაც. უწმინდესზე რაც მითხრეს, 10 დღის შემდეგ მაინც ვუთხარი უწმინდესს და პასუხიც ღირსეული შევუთვალეთ. პრემიერთან ლიკვიდაციაზე საუბარი არ იყო, არამედ იმაზე, რომ შეეცვალათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)