02:56 - 25 Jul, 2026
|
2019-10-27 16:43:32, 2073 ნახვა
საზოგადოება
ფილმს And Then We Danced ქართველი მაყურებელი კინოთეატრებში 8, 9 და 10 ნოემბერს იხილავს
Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced საქართველოს კინოთეატრებში ნოემბერში რამდენიმე დღით გამოვა. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მსახიობები საჯარო ჩვენებას არ დაესწრებიან. "მაყურებელი ფილმს სამი დღე 8, 9 და 10 ნოემბერს იხილავს. ფილმის სეანსების შევსების შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ დაემატოს რამდენიმე. შეგახსენებთ, რომ ოსკარის კამპანიის დასაწყებად შემოქმედებითი ჯგუფი ლოს ანჯელესში გაემგზავრება." -წერია ფილმის ოფიცილურ "ფესიბუქ" გვერდზე. And then we danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)