|
2019-10-26 15:35:07, 1149 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება WCEA-ის და WMA-ის მიერ შემუშავებული პროფესიული განვითარების პლატფორმის ადმინისტრირებას განახორციელებს
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების, მსოფლიო უწყვეტი განათლების ალიანსისა WCEA (The World Continuing Education Alliance ) და მსოფლიო ექიმთა ასოციაციის WMA (World Medical Association) მიერ შემუშავებული პლატფორმის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა შედგა. აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებისთვის და ითვალისწინებს უწყვეტი პროფესიული განვითარების CPD(Continuing Professional Development ) პროგრამების ონლაინ განხორციელებას. პლატფორმა შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელშეწყობით და მისით უფასო სარგებლობა შეუძლიათ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვექნებში მოქმედ პროფესიულ ასოციაციებს. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით საქართველოში ამ პლატფორმით სარგებლობა შეეძლებათ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრებს. ამ პროექტში ჩართვის სურვილი გამოხატა 18 მა დარგობრივმა ასოციაციამ . პლატფორმა ორ წლიანია და მისი განხორციელება 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)