|
2019-10-25 16:17:36, 1507 ნახვა
საზოგადოება
ილურიძის ქუჩის გაგრძელებაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის ზედა ნაწილში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. საყრდენი კედლების სიგრძე ჯამში, 180 მეტრია. ასევე, 435 მ სიგრძეზე სანიაღვრე ქსელი (კიუვეტი და ცხაურები), ხოლო 470 მეტრზე გზის საფარი მოეწყობა. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე ბეტონის გზა, მცირე მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ამაშუკელი ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ. „ილურიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გრუნტის გზაზე გადაადგილება ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. კაპიტალურად ვაკეთებთ ამ ქუჩას და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. ილურიძის ქუჩის გაგრძელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 690 695 ლარს შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)