2019-10-25 14:12:18, 1383 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი კოფის ინიციატივაზე: ეს არაოფიციალური პირის განცხადებაა - ოფიციალური შემოთავაზება არ გვქონია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამერიკელი მკვლევარის ლუკ კოფის ინიციატივა არაოფიციალური პირისგან მომდინარეობს და მასზე საუბარი ოფიციალურ წრეებში არ ყოფილა.
„ლუკ კოფი ექსპერტია, მისი ინიციატივა კი არაოფიციალური პირის განცხადებაა. ამ საკითხზე ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, შესაბამისად, მის მოსაზრებაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება უხერხული იქნებოდა. ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს შეუძლიათ საკუთარი აზრები გამოთქვან, მაგრამ არაოფიციალურ წინადადებაზე ხელისუფლების წარმომადგენლის გამოხმაურება არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოდის.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან