|
2019-10-25 12:53:57, 2711 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ და ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს
„ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ და ფრანკო - გერმანულმა საერთაშორისო ჯგუფმა ODDO BHF-მა სავაჭრო ოპერაციების ფინანსირების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობა დაიწყეს. ვაჭრობის ფინანსირებისათვის გამოყოფილი ხაზის ფარგლებში ბანკი მოახდენს თავის მომსახურებაში არსებული კომპანიების საექსპორტო და საიმპორტო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებას. „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ, განაცხადა: ODDO BHF - თან აღნიშნული თანამშრომლობის დაწყება ძალზედ მნიშვნელოვანი, თანმიმდევრული, მუშაობის შედეგია. მოხარულები ვართ, რომ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფთან ერთად ხელს ვუწყობთ ქართული კომპანიების სავაჭრო საქმიანობის გაძლიერებას, კომპანიების წარმოდგენას საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი ბანკის პოზიციების გამყარებას აღნიშნული ოპერაციების მიმართულებით. თანამშრომლობის დაწყება 150 წლიანი ისტორიის მქონე ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტთან ხაზს უსვამს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მაღალ სანდოობას და დიდ გამოცდილებას სავაჭრო ოპერციების დაფინანსების მიმართულებით - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ. ODDO BHF - ფრანკო - გერმანული საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: კორპორაციები და კაპიტალის ბაზრები, კერძო კაპიტალის მართვა და აქტივების მართვა. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით კი იგი ფარავს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში არსებულ ბენეფიციარებს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)