|
2019-10-24 12:46:04, 878 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა
„თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ონკოლოგიური სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობის და ხარისხის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მოხდა. განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები, რაც ონკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და “City Cancer Challenge” კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ. კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი 2019 წლის თებერვალში შეუერთდა და ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა. ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)