|
2015-07-17 10:05:06, 554 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულ ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია-საღამო გაიმართა. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა საღამოს ორგანიზება საკუთარი ძალებით შეძლეს, შემოსული თანხა კი, ბიბლიოთეკის ანგარიშზე გადაირიცხა. ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც უანგაროდ მიიღო მონაწილეობა საქველმოქმედო საღამოში. "მადლობა გვინდა გადავუხადოთ კულტურის სახლის დირექტორს, ქალბატონ თამარ კეკელიძეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საღამოს ჩატარებაში. ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულო 19 ივლისს, ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეს, „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ აქციის „1 წიგნი ივლიტას ბიბლიოთეკას“ ფარგლებში სხვა ახალგაზრდულ საკრებულოებთან ერთად წიგნებს გადასცემს ბიბლიოთეკას. მოკლე ხანში დაიწყება ახალ პროექტებზე მუშაობა, რომელიც ვფიქრობთ ყველა თაობის წარმომადგენლისათვის სასიკეთო იქნება“ - განაცხადა ჩოხატაურის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ გვანცა ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)