2019-10-18 13:01:01, 1427 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - თადუმაძის დიპლომი შეიძლება, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს
გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყალბი დიპლომის წარმოდგენისთვის დამნაშავე, სასწავლო დაწესებულებასთან ერთად ის ადამიანიც შეიძლება იყოს, რომელმაც ეს დიპლომი გასცა.
„ეს უკვე შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, ჯერ ერთი იმათი ვინც გააყალბეს დიპლომი და ეს ეხება უნივერსიტეტსაც და თავს არიდებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კომენტარს. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი მედიაში არ ჩანან. ამიტომ, როგორც უნივერსიტეტი შეიძლება იყოს დამნაშავე ასევე შეიძლება იყოს ის ადამიანიც, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,