|
2015-07-16 18:17:17, 564 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ზუგდიდის „მოხალისეებს“ შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ პროგრამა „მოხალისეს“ მონაწილეებთან შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს. ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დღეს ზუგდიდის იუსტიციის სახლს ესტუმრა და 46 „მოხალისეს“ სერტიფიკატები ზუგდიდის იუსტიციის სახლის მენეჯერთან, ზვიად ფიფიასთან ერთად გადასცა. ზუგდიდის იუსტიციის სახლის მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ზუგდიდის, ისე მის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების მოსწავლეები. დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ცნობისთვის, პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ 535 მოხალისე მონაწილეობდა. პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო. აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)