|
2019-10-17 13:15:39, 648 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: 2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს
თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,000 - მდე დამატებული აბონენტი და ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ბუნებრივ აირს 2020 – 2021 წლებში მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის 17 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაზიფიცირების სამწლიან 2019 – 21 წლების პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც 100 -მდე დასახლება ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი 2020 – 21 წლებში ბუნებრივ აირს მიიღებენ. შედეგად, 2019-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 295-მდე გაიზრდება იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ დასახლებების მცხოვრებლებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი შევა. გარდა ამისა, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები იქ მცირე ბიზნესების შესაქმნელად. ცვლილებების შედეგად, 54 751-დან 73 833-მდე გაიზარდა იმ პოტენციური აბონენტების რაოდენობა, ვინც ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. მათ საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში და უფრო მომზადებულები შეხვდნენ დამდეგ ზამთარს. 3 წლის განმავლობაში დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების ჯამური ღირებულება განახლებული გეგმით 229 600 000 ლარს შეადგენს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)