|
2019-10-16 11:41:17, 716 ნახვა
საზოგადოება
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა
ცვლილების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის, რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად გათვალისწინებულია 90%-იანი თანადაფინანსება (არაუმეტეს 150,000 ლარი) იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების/ცხვრების (ნერბი)/თხების(ნეზვი) რაოდენობა ჯამურად შეადგენს, შესაბამისად, არანაკლებ 150/1000/200 სულს. ამავე ცვლილებით, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ რძის გადამმუშავებელი მანქანა-დანადგარების შესასყიდად 95%-იანი თანადაფინანსება, არაუმეტეს, 150,000 ლარისა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა ჯამურად აღემატება 50 სულს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 24 კოოპერატივი. სახელმწიფოს მხრიდან გაწეულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 2,031,604 ლარი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, რომელიც საწარმოო დანადგარების შეძენაში დახმარებას ითვალისწინებს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)