|
2019-10-15 17:05:21, 1334 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში მშობიარე ქალი და ახალშობილი გარდაიცვალა
ხაშურის ჰოსპიტალში დედა და ახალშობილი გარდაიცვალნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფო ავრცელებს. ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. "საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰოსპიტლის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო სამედიცინო შემთხვევის შესწავლა და პირველ ეტაპზე გამოვლენილია ორსულის მართვაში მედ-პერსონალის მხრიდან გადაცდომა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ხაშურის ჰოსპიტალს სახელმწიფო ლიცენზიის თანახმად მინიჭებული აქვს პერინატალური მოვლის პირველი დონის შესაბამისი სამეანო საქმიანობის წარმართვის უფლება, რომელიც არ ითვალისწინებს ასეთი რთული მშობიარობის მართვას. გარდაცვლილი ქალბატონი კლინიკაში მოთავსებისთანავე, ყველა საერთაშორისო პროტოკოლისა და რეფერალის ეროვნული კრიტერიუმების თანახმად ექვემდებარებოდა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამშობიარო სახლში (პერინატალური მოვლის II ან III დონის კლინიკაში) გადაყვანას. მიგვაჩნია, რომ ჰოსპიტლის სამეანო განყოფილების მორიგე მედ პერსონალმა სათანადოდ ვერ შეაფასა მშობიარის რისკები და არ განახორციელა ორსულის დროული რეფერალი. სამწუხაროდ მშობიარობის პროცესი გართულდა და ვერ მოხერხდა დედა- შვილის გადარჩენა. ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა. ჰოსპიტალი ასევე ითანამშრომლებს ყველა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოსთან და დაელოდება შემთხვევის შესახებ საბოლოო დასკვნების გამოქვეყნებას", - ნათქვამია ინფორმაციაში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, "ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)