|
2019-10-15 11:42:44, 1156 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია მეტროსთვის 40 ახალ ვაგონის შესყიდვას გეგმავს
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც მეტროს სისტემაში ათი ახალი მატარებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაცია სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. „მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების, ასევე, მეტროსადგურებისა და გვირაბებში არსებული სიტუაციის მხრივ. ამიტომ, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 450 კილომეტრზე მეტი კაბელი შეიცვლება. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებელი სისტემა თავისი აგრეგატებით. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საზოგადოებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მეტროს მუშაობის გრაფიკის შემცირების გამო, ბოდიში მოუხადა. „სამუშაოების გამო, მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო. უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. რაც კი მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა. პარალელურად, ვახორციელებთ მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომელიც მსგავს სამუშაოებს ექვემდებარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტი დაახლოებით, 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ვაგონს შეისყიდის. „მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ვაგონების ჩანაცვლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად კი მეტროსადგურების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)