|
2019-10-12 18:05:15, 3017 ნახვა
საზოგადოება
ხატია წილოსანი: ქართული ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას
ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2019“ ფარგლებში, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო. „ეს ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს. აქ არიან როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ეს არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში მეღვინეობის დარგი და ასევე, მიიღონ ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ, რომელსაც ღვინის დარგში არსებული წარმატების საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო გაცნობისთვის, მთავრობა და კერძო სექტორი ერთობლივად ახორციელებს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. ღონისძიების სტუმრებს საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებლებმა, მცირე და საშუალო მარნების წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ყველი, ჩურჩხელა და ჩირი. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები გაიმართა. „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)