|
2019-10-12 12:54:00, 3605 ნახვა
კომენტარი
თურნავა: Standard&Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა
წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Standard & Poors-ის მიერ საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ასევე იმის აღიარება, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად და სტაბილურად ვითარდება. „თუ რეგიონში ამ რეიტინგების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთი მკაფიო გაუმჯობესება, როგორიც საქართველომ მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აღიარება და რეიტინგებში გაუმჯობესება არა მხოლოდ Standard & Poors-ის მხრიდან, არამედ კიდევ ორი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს - Moody's-მა და Fitch-ის მხრიდანაც მოხდა, რომელთაც ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ჩვენი ქვეყნის რეიტინგი. „Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი კი ამ პროცესის დაგვირგვინებაა. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის - ეს არის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარება. როგორც ჩვენი შიდა ადგილობრივი ინვესტორები, ისევე საერთაშორისო ინვესტორები არიან დადებითად განწყობილები და რეიტინგის შემხედვარე კიდევ უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში", - განაცხადა ნათია თურნავამ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB"-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური".
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)