19:34 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 17:30:02, 2257 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, „რუმს ჰოტელში“ კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართება. სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგს და მკურნალობას მიეძღვნება.

ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევებისა  და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომების მრავალდარგობრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები: პროფესორი ჯონ რობერტსონი - ძუძუს ქირურგი, პროფესორი მარკ სიბერინგი - ძუძუს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ლასლო თაბარი - რადიოლოგი, მამოგრაფიის სწავლების კოორპორაციის პრეზიდენტი, პროფესორი ენტონი ჰოველი - ონკოლოგი, ერიკ რობერტსონი, FAHRAS პროგრამის ავტორი. 

სიმპოზიუმი განკუთვნილია რადიოლოგებისთვის, ონკოლოგებისთვის, ქირურგებისთვის,  გენეტიკოსებისთვის, გინეკოლოგებისთვის, მამოლოგებისა და ციტოპათოლოგებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics