|
2015-07-16 13:21:21, 588 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სომხეთის დელეგაცია მიიღო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ტონოიანს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება. „ბრიუსელში გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით სომხეთის თავდაცვის მინისტრს. იქ შევთანხმდით, რომ ვიპოვით თანამშრომლობის ახალ გზებს, ურთიერთობის ახალ ფორმატებს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია, მხარეებს შორის იყოს მეტი სიახლოვე და კადეტებს ან თავდაცვის სამინისტროს სხვა სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)