|
2019-10-10 11:31:17, 915 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ეყოლება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი წარუდგინა. წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში შედეგების მისაღწევად, უწყების ეფექტიან მუშაობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. „ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გააქტიურებული მუშაობა სახეზეა. ყოველდღიურად იზრდება უწყების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაბამისად, მისი გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის განახლება და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება; მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება; განხორციელდა უწყების რებრენდინგი; დეპარტამენტის ეფექტიანი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის მაღალი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კოორდინირებული საქმიანობა ხელს შეუწყობს დადებითი შედეგების მიღწევას. მჯერა, რომ აღნიშნული სამმართველო და ზოგადად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რომელიც ახალი კანონმდებლობის შესრულების კუთხით არსებობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კერძოდ კი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. „რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით მოქმედი ეფექტიანი სამსახურის არსებობა. იმისთვის რომ აღნიშნულ სფეროში დადებითი შედეგები გვქონდეს, აუცილებელია შესაბამისი რეაგირების და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)