|
2015-07-16 11:07:40, 578 ნახვა
საზოგადოება
სვანეთში მაშველებმა 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ბენიერში 4 დაკარგული ტურისტი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ჩეხეთის მოქალაქეები გზას ვეღარ განაგრძობდნენ და ითხოვდნენ შველას. ადგილზე დაუყოვნებლად გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ცაგერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები . აღნიშნულ სამაშველო ოპერაციაში დამატებით ჩაერთო სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10 კაციანი ჯგუფი. აღნიშნული ღონისძიების შედეგად, ტურისტები უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე“, – აცხადებენ შსს–ში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)