|
2019-10-09 14:02:37, 2043 ნახვა
საზოგადოება
დოლიძე: უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, „ოცნების“ რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" მთავარ ფასეულობას არა პროფესიული კომპეტენცია, არამედ პიროვნული ერთგულება წარმოადგენს. დოლიძემ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ქართულ კინო კლასიკას შეადარა, მაგალითად კი, უდიპლო სასიძო მოიყვანა. "თუ ქართულ კინო კლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, "ქართული ოცნების" რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ "ქართული ოცნების" რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება და არა კომპეტენცია და არა სამშობლოსადმი თავდადება", - აღნიშნა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ. აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურორის დიპლომმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" შეისწავლა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)