|
2015-07-16 10:09:07, 633 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია ადგილზე დაათავლიერა. გიგლა აგულაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრას RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს RMG- ს სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ. ასევე, მოხდება ხმაურის დონის გაზომვა. შეხვედრაზე უახლოეს მომავალში კომპანია RMG-ის მიერ, სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს, რომელიც ჰაერის ხარისხის კონტროლს განსაზღვრავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)