|
2015-07-15 18:56:01, 528 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში ყოფილი პატიმრებისთვის ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის სოციალური უნარების ტრენინგი ჩატარდა. პროექტი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პტოგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. მისი მიზანია პროგრამის მონაწილეებისთვის სოციალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა. ტრენინგი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან თემას. მათ შორის არის ეფექტიანი კომუნიკაცია, სახელმწიფო სერვისების გაცნობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარების ამაღლება, დროის მენეჯმენტი და სხვა. ტრენინგებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები უძღვებიან. სოციალური უნარების განვითარების ორდღიანი ტრენინგების ციკლი ყოველთვიურად იმართება, რომლებიც თბილისის გარდა უკვე ჩატარდა ქუთაისსა და გორშიც. თითოეულ შეხვედრას 15 ყოფილი პატიმარი დაესწრო. მსგავსი შინაარსის ტრენინგები ზუგდიდსა და ბათუმშიც იგეგმება. როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად; ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა კი საზოგადოებას განმეორებითი დანაშაულისაგან დაიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)