18:40 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 19:25:28, 1443 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურასთან გამართული აქციის მონაწილეები ილია ჯიშკარიანის დაკავებას ითხოვენ

თამთა თოდაძის მხარდასაჭერად საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები. პროკურატურასთან ისმის შეძახილები "დააკავეთ მოძალადე". 

"ჩვენ ვდგავართ აქ, იმიტომ რომ გაჩნდა ეჭვი, პოლიტიკური ნიშნით ხდება ილია ჯიშკარიანის სავარაუდო დანაშაულის დაფარვა. ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ მოძალადე ეჭვმიტანილად იყოს ცნობილი. ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, მთავარი პროკურორისგან რატომ არაა ჯიშკარიანი ეჭვმიტანილად ცნობილი" - ცხადებს უფლებდამცველი იდა ბახტურიძე.

აქციის მონაწილეები  დეპუტატ ილია ჯიშკარიანისათვის დაუყოვნებლივ ბრალის წაყენებას.

თამთა თოდუას აინტერესებს, რატომ არ ხდება მისი დაზარალებულად ცნობა. 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics