17:45 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 11:40:32, 942 ნახვა

საზოგადოება
ლისის ტბასთან დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ლისის ტბასთან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგის მალხაზ ბურკაძის განცხადებით, პაციენტი მართვის სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

„პაციენტი შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში. შემოყვანისთანავე დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია. მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაკარგული ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი. გარდა ამისა, ცივი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მაგრამ დიდი ოპერაცია არ დასჭირვებია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ის ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“, - აცხადებს მალხაზ ბურკაძე.

 

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics