16:56 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 15:44:38, 1472 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.  მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში, N1-4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე,  სარწყავი და გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსასვენებელი პავილიონი.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

„მწვანე და რეკრეაციული სივრცეები, ასევე, სკვერები და საბავშვო მოედნები აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დღეს კიდევ ერთი გამწვანებული და ლამაზი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. ჩვენ, რასაკვირველია, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას მომავალშიც განვაგრძობთ და რაიონს არაერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ განახორციელა. სკვერის მოწყობისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან  156 999 ლარი დაიხარჯა.

               

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics